26 მარტს საგარეჯოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ლიდერობის კანდიდატებისა და გაეროს მოდელირება 2020-ის გაზაფხულის სესიის ორგანიზატორებისათვის საინფორმაციო ონლაინ ტრენინგი ჩატარდა ,,კორონა ვირუსთან" დაკავშირებით.
ტრენინგს საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის საგარეჯოს ფილიალის მენეჯერი მაია ალექსიშვილი უძღვებოდა. იგი ვრცლად ესაუბრა ახალგაზრდებს "კორონა-ვირუსების" შესახებ, მსოფლიოში შექმნილ ვითარებაზე, პრევენციულ ზომებზე და პრაქტიკულად აჩვენა თუ როგორ უნდა მოიხმარონ პირბადე, ხელთათმანები და ერთჯერადი ხელსახოცები.
ასევე ახალგაზრდებმა შეიტყვეს სახლიდან გასვლისა და სახლში შესვლის რეკომენდაციები.