ინდოეთში ტყის ხანძარს, სულ მცირე 9 ტურისტი ემსხვერპლა

ინდოეთის, ტამილნანდის შტატის, სამთო რაიონში ტყეში მომხდარი ხანძრის შედეგად, სულ მცირე 9 ტურისტი დაიღუპა, 18-მა დამწრობა მიიღო.

სააგენტო ANI-ის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ოთხი ქალია, ოთხი მამაკაცი და ერთი ბავშვი.

მაშველებმა 27 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

მომხდარზე დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, უცნობია ისიც თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები დაიღუპნენ და დაშავდნენ.