მიმდინარე წლის 29 მარტს ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მონაწილე სხვადასხვა სკოლის ეკოკლუბის წევრები დაესწრენ ონლაინ სემინარს სამოქალაქო აქტივიზმის გარშემო, რომელსაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ლანჩხუთის სოფელ ჩიბათის სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა მართავდა.
ლადო აფხაზავამ მოსწავლეებთან ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე აღნიშნულ თემაში, დამსწრეებს გააცნო მის მიერ ორგანიზებული რამდენიმე კრეატიული პროექტი. მან ასევე გასცა რჩევები, თუ როგორ უნდა დააინტერესო საზოგადოება, განსაკუთრებით ახალგაზრდები სამოქალაქო აქტივიზმით.
ჭიათურის N2 სკოლის ეკოკლუბლების განცხადებით, ვებინარი საინტერესო გამოდგა. მიღებულ ცოდნას ეკოკლუბი აუცილებლად გამოიყენებს სამომავლო აქტივობებში.