26 თებერვალს ზუგდიდის ეკოჰაბს პრინც მიურატის სახელობის ფრანგული კოლეჯის მოსწავლეები და ბიოლოგიის პედაგოგი ეწვივნენ.
,,ჩვენ ახლახან გავიგეთ ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის და ეკოჰაბის არსებობის შესახებ სხვა სკოლის მოსწავლეებისგან. ძალიან დავინტერესდით კონკურსის პირობების გაცნობით და გეწვიეთ კიდეც.’’ - განაცხადა შეხვედრის დროს ბიოლოგიის პედაგოგმა.
სტუმრებმა ეკოჰაბში ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს კონკურსთან დაკავშირებით და მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ნიკო კეცხოველის პრემია -2019-ში აქტიური მონაწილეობა.
CENN-ის რეგიონულმა კოორდინატორმა მოსწავლეებს ასევე გააცნო ეკოჰაბის კონცეფცია და 2018 წლის სამოქმედო გეგმა.