ლენტეხის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბ "დეცეგიმის" წევრები 10 მარტს იმყოფებოდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც შეხვდნენ მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს ლევან ლიპარტელიანს და ისაუბრეს ეკოკლუბის იდეაზე.
ეს იდეა ეხება მუნიციპალიტეტში მოძრაობის უსაფრთხოებასა და ტურიზმის განვითარებას, ეკოკლუბის დიზაინით შექმნილ ტრაფარეტებისა და ბანერების დამზადებასთან დაკავშირებით კი, სამსახურის უფროსი ეკოკლუბს დაპირდა, რომ მათ ახლო მომავალში აუცილებლად დაამზადებენ.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ამ მნიშვნელოვანი საქმის დროულად გახორციელებას საქართველოში გავრცელებულმა ვირუსმა რომელიც "covid 19"-ის სახელითა ცნობილი - შეუშალა ხელი.