ვებინარები ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ტყის მცველნის" ინციატივით 21 და 22 მარტს  ჩატარდა ორი ვებინარი ZOOM პლატფორმის მეშვეობით.

I - ტყე  მისი მნიშვნელობა და საქართველოს ტყეების თავისებურებანი.

მომხსენებელი - აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტის სტუდენტი  სანდრო ნარსია.

II - სამეგრელოს რელიქტური ტყეები.

მომხსენებელი - ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დენდროლოგი, თამარ თოლორდავა.

ვებინარებს ესწრებოდა როკითის ეკოკლუბ „ბიოფილების" წევრები.სემინარზე დასწრება შეეძლო ნებისმიერ მსურველს საქართველოს  სკოლებიდან.

მონაწილე ეკოკლუბების აზრით, ორივე თემა ძალზე საინტერესო და თემატურად დატვირთული იყო. ისაუბრეს  ტყის მნიშვნელობაზე  და მრავალფეროვნებაზე. დეტალურად აღწერეს თუ რომელ ტყეში რა სახეობის მცენარეები და ცხოველები გვხდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ შარშან დაიწყო ტყის ინვენტარიზაცია, რომელსაც აფინანსებს გერმანია, სწორედ იმიტომ რომ მსოფლიოში ცოტა ადგილია შემორჩენილი, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია ველური მრავალფეროვნება და მათ შორის საქართველოა.

ბოლოს თამარ თოლორდავამ საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ  ეკოკლუბები ბოტანიკურ ბაღში დაპატიჟა, ხოლო  სანდრო ნარსიამ მოუწოდა მოსწავლეებს დაეუფლონ მეტყევის პროფესიას.