21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა! წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემა ტყე და ბიომრავალფეროვნებაა, სწორედ ამიტომ, სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საჯარო სკოლის ეკო კლუბ "ტყის მცველნის" ინიციატივით, ონლაინ სემინარი: ტყე - მისი მნიშვნელობა და საქართველოს ტყეების თავისებურებანი.
სემინარს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი სანდრო ნარსია უძღვებოდა. აქტივობაში ჩართული იყვნენ: ხაშურის #7 სკოლა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლა, ახალსოფლის საჯარო სკოლა, ბადიაურის საჯარო სკოლა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის საჯარო სკოლა და ხამისქურის საჯარო სკოლა.
აღნიშნული თარიღი 2012 წლიდან აღინიშნება და მიზანს ტყეების შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. სემინარისას განიხილებოდა საქართველოს ტყეების მნიშვნელობა, მათი ფუნქციები და თავისებურებები. აქტივობის დასასრულს მონაწილეებს საშუალება მიეცათ დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ საკუთარი აზრები.
სემინარი ინფორმატიული და საინტერესო აღმოჩნდა.