ანტისტრესული ბუშტები დედოფლისწყაროს სოფელ არბოშიკის სკოლისგან

დღეს მთელს მსოფლიოში მომატებულია სტრესული ფონი. ამას ამძაფრებს კორონა ვირუსთან დაკავშირებული მდგომარეობა. სწავლა შეჩერებულია და მოსწავლეები ძირითად დროს სახლში ატარებენ.

სწორედ ამიტომ, დედოფლისწყაროს სოფელ არბოშიკის სკოლის ეკოკლუბმა გადაწყვიტა მათ პატარა მეგობრებს მე-6 კლასელებს შეუმსუბუქონ სტრესული მდგომარეობა და შესთავაზეს ანტისტრესული ბუშტების დამზადება. იგი შეცვლის ეგრეთწოდებულ  "ტყლარწს", რომელშიც ქიმიური საშუალებებია.

არბოშიკელი ეკოკლუბელების მოფიქრებული ბუშტები მზადდება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან (ბრინჯი, წიწიბურა, ლობიო, და სხვა...

ეკოკლუბელებმა მეექვსეკლასელებთან კომუნიკაცია მოახდინეს დინსტანციურად მისცეს ინსტრუქცია. სულ მალე პატარების მიერ შესრულებული აქტივობის ამსახველი სურათებიც მიიღეს.