5 მარტს, ოკუპირებულ გალში სოფელ ოტობაიის N1 სკოლის ეკოკლუბ "ფენიქსის" წევრები ესტუმრნენ მეგობარ გაგიდის სკოლას.
ოტობაიას სკოლის ეკოკლუბელებმა მეგობრებთან ჩაატარეს ტრენინგი მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ, წყალი და სანიტარია, კლიმატის ცვლილება და ცვლილების შედეგები.
მოსწავლეების სიმცირის მიუხედავად, ტრენინგი საკმაოდ წარმატებული, შემეცნებითი და საინტერესო გამოდგა. მოსწავლეებმა დაგეგმეს საერთო აქტივობები და მომავალში თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებენ.