წყაროების დასუფთავება ვანის სოფელ ბზვანში

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანის საჯარო სკოლის ეკო-გუნდმა „ბიო“-მ მეზობელი გუნდის წევრებთან ერთად სამოქმედო გეგმის მიხედვით დალაშქრეს და დაასუფთავეს სოფელში არსებული წყაროები, რომელსაც მოსახლეობის ნაწილი სასმელად იყენებს, ნაწილისთვის კი ერთადერთი საშუალებაა წყლის მისაღებად.

სოფლის განაპირას სადაც რამდენიმე მოსახლე შემორჩა მოსწავლეებმა აღმოაჩინეს დვალიშვილების წყარო, რომელიც ყურადღებას იპყრობს თავისი წარმოშობით, წარწერითა და უნიკალურობით. ეს წყარო მხოლოდ ტყეში მომუშავე ადამიანებს უკლავს წყურვილს და დასანანია, რომ იქ ადამიანებს მიუტოვებიათ არაჩვეულებრივი საცხოვრებლები და ქალაქს არიან გახიზნულები.

მოსწავლეებმა ჯერ შეიკრიბნენ სკოლის ტერიტორიაზე და შემდეგ კი სპეციალურად აღჭურვილი ხელთათმანებითა და პარკებით დაასუფთავეს წყაროს მიმდებარე ტერიტორია.

გუნდის წევრებმა მას შემდეგ რაც დაასუფთავეს წყარო, ეწვივნენ სოფლის გამგებელს რათა აეხსნათ სოფლის წყაროების მძიმე მდგომარეობა. გამგებელმა ბავშვებს დაპირდა, რომ ეცდება არსებული პრობლემის მოგვარებას.