ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა მდინარე ალაზნის კვლევა აწარმოა. ეკოკლუბმა გადაწყვიტა პირველ რიგში მდინარის მახასიათებლების კვლევა,როგორიცაა: მდინარის მარჯვენა და მარცხენა შენაკადები, დინების სიჩქარის გამოთვლა, ვარდნის სიჩქარე, ჩამონადენი, იყო თუ არა სანაპიროს ეროზია. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ
სოფელ დუისთან მდინარე ალაზანს აქვს 2 მარჯვენა და 1 მარცხენა შენაკადი.
დინების სიჩქარე ყოფილა 2 მ/წმ.
სიღრმე ნაპირზე 0, 5 მეტრო შუა ნაწილში კი 1 მეტრამდე აღწევდა.
ტემპერატურა სიღრმეში-17 С გრადუსი, სანაპიროზე-20.
ეკოკლუბელებმა ასევე გამოთვალეს ტემპერატურის ამპლიტუდა, რომელიც ტოლი აღმოჩნდა 3 С გრადუსი.
სანაპიროზე აღმოჩნდა ეროზია, თუმცა ღვარცოფი, რომ ალაზანს არ ახასიათებს ეკოკლუბი ამაში თავად დარწმუნდა.
ასევე საინტერესო იყო წყალმცენარეების არსებობა პატარა შენაკადებთან.
სოფელ დუისის სკოლის ეკოკლუბი კვლავაც აქტიურად გააგრძელებს პანკისის ხეობის ეკოსისტემის კვლევას და თვალსაჩინო შედეგის დადებას.