მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მიწოდებული რეკომენდაციებისა და კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჭიათურის მეორე საჯარო სკოლის ეკოკლუბმა განახორციელა ინტერვიუ ონლაინ ფორმატით, ორგანიზაცია “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ პროექტის ფარგლებში და სამომავლო საქმიანობის უკეთ წარმართვის მიზნით კვლევის ჩატარებიდან გამომდინარე.
ორგანიზაციამ ზემოაღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე, ეკოკლუბს ონლაინ გამოუგზავნა ინტერვიუს კითხვარი ელექტრონული ფორმით,ამავე მეთოდით უპასუხა ეკოკლუბმაც.
ინტერვიუ ხორციელდება იმერეთის რეგიონში კონკრეტული მუნიციპალიტეტების რესურსცენტრის ხელმძღვანელებთან, ეკოკლუბის კოორდინატორ პედაგოგებთან და ეკოკლუბის წევრ მოსწავლეებთან სამომავლო საქმიანობების ხელშეწყობის მიზნით.
ჭიათურის N2 სკოლის ეკოკლუბი ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ითვალისწინებს, როგორც ჯანდაცვის ორგანიზაციების, ასევე CENN-ის მიერ მიწოდებულ რეკომენდაციებს და აქტივობებს ახორციელებს ონლაინ რეჟიმში.