ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბი წლებია ზრუნავს მისი შემოგარენის სისუფთავეზე.
სოფელ ხეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ ''ტყის მცველნი'-ს' ინიციატივითა და ორგანიზებით, "ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემია 2020" ფარგლებში, ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია ჩატარდა.
აქციაში მონაწილეობას ხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები და გუნდ ''ტყის მცველნის'' ხელმძღვანელი ასმათ ბუკია იღებდნენ.