აკაკი კივილაძის სახელობის ქალაქ თბილისის №8 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ინიციატივა "აჩუქე წიგნი მეგობარს" წარმატებით ხორციელდება.
წიგნის ჩუქების აქცია წელს ზამთარში დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ამავე სკოლის მე-6 ა კლასის მოსწავლეებმა დიდი სიხარულით მიიღეს მონაწილება წიგნის ჩუქების ღონისძიებაში დამრიგებელი მზია ხატიაშვილის აქტიური ჩართულობით.
დამრიგებელმა კიდევ ერთელ შეახსენა ეკოკლუბის მიერ წამოწყებული ინიციატივის მიზნები და განუმარტა მათი განხორციელების შედეგები.
აღნიშნული ინიციატივა მომავალშიც გაგრძელდება.