დასუფთავების აქცია საჩხერის სოფელ სარეკში

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის როსტომ აბრამიშვილის სახელობის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა ''არტემიდამ'' ჩაატარა დასუფთავების აქცია ორგანიზაცია ''აიპ ზურმუხტის'' თანამშრომლებთან ერთად.

ეკოკლუბელებმა დასუფთავების აქციის პროცესში გამოიყენეს სპეციალური აღჭურვილობები და დაასუფთავეს სოფელ სარეკის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან.

ამ აქტივობას ესწრებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი რომელიც მოსწავლეებთან ერთად აქტიურად ჩაერთო დასუფთავების პროცესში. 

სარეკის სკოლის ეკოკლუბმა ''აიპ ზურუხტის'' თანამშრომლებთან  ერთად მომავალშიც დაგეგმა მსგავსი ღონისძიებები.