ქვემო სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ლემშვანიერას'' წევრები კვლავ გეგმავენ და ახორციელებენ სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან და საჭირო აქტივობებს.
ამჯერად ეკოკლუბის წევრები გავიდნენ ხოფურის თემში და მოსახლეობაში დაარიგეს პოსტერები და ფლაერები,სახელწოდებით: "როგორ დავიცვათ თავი ვირუსებისაგან", "როგორ დავიბანოთ ხელები''.
მოსახლეობის ნებართვით საინფორმაციო მასალა განთავსდა საცხოვრებელი სახლებთანაც. საინფორმაციო შეხვედრები თემში კვლავ გაგრძელდება.