გამომდინარე იძულებითი არდადაგების გამო, თბილისის 169-ე სკოლის ეკოკლუბის წევრები არ იმყოფებიან დედაქალაქში. მიუხედავად ამისა აწარმოებენ ონლაინ სამუშაო შეხვედრებს და გეგმავენ განსახორციელებელ აქტივობებს. ერთ-ერთი ასეთი აქტივობა დაიგეგმა მიმდინარე პერიოდში აქტიური სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების გამო.
ახლა განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარებს საგაზაფხულო სამუშაოები. ნაკვეთების გაწმენდა-გასუფთავება და მოსახლეობის უყურადღებობამ შესაძლებელია გამოიწვიოს ხანძრების გაჩენა. ამ დღეებში ხანძრის რამოდენიმე კერა დაფიქსირდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
მუნიციპალური ნარჩენების ღია წესით დაწვა აკრძალულია და ისჯება კანონით 500 ლარის ოდენობით. მსგავსმა ქმედებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სავალალო შედეგები - ნიადაგის დაზიანება და ტყის ხანძრები. მიუხედავად ამ კანონისა, სოფლად მოსახლეები არ ერიდებიან ხოლმე მუნიციპალური ნარჩენების დაწვას. განსაკუთრებით ეს ეხება მცენარეთა ნარჩენებს, ფოთლებს. მათი დაწვის შედეგად გამოიყოფა განსაკუთრებით ტოქსიკური ნივთიერები და ზიანი ადგება გარემოს და ადამიანთა ჯანმრთელობას.
ეკოკლუბის წევრები შეეცდებიან რაიონებში,სოფლებში სადაც მათ მოუწევთ იძულებითი არდადაგების გატარება, იზრუნონ ამ პრობლემაზე და მიაწოდონ მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაცია.
თბილისელმა მოსწავლეებმა ხელნაკეთი ფლაერები დაამზადეს და გაავრცელეს მოსახლეობაში.ასევე აწარმოეს გამოკითხვა. გამოკითხულთა უმრავლესობამ იცოდა აღნიშნული კანონის შესახებ და ამბობენ, რომ აუცილებლად დაემორჩილებიან მას და დაიცავენ როგორც გარემოს, ისე საკუთარ ჯანმრთელობას.