ბაღდათის სოფელ როკითის სკოლის ეკოკლუბმა აჯამეთის ტყეზე კვლევა ჩაატარა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის საჯარო სკოლის ეკოკლუბის მიერ განხორციელდა აჯამეთის აღკვეთილის ბიომრავალფეროვნებისკვლევა.კვლევა ექვემდებარება მოსწავლეების მიერ ნანახი ტყის აღწერას. 

აჯამეთის აღკვეთილი ქუთაისიდან 15 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, ბაღდათის რაიონში, რიონის ვაკეზე და შედგება აჯამეთის, ვარციხის და სვირის უბნებისგან. აღკვეთილის საერთო ფართობი 4848 ჰექტარია. ტყის ნაწილი ჩვენი სოფლის დიდველა-როკითის გასწვმდებარეობს. ტყის ტიპი: სუბტროპიკული შერეული ტყე; გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 103 მ; საქართველოს "წითელინუსხის“ სახეობებიდან აქ ვხვდებით იმერულ მუხას და ძელქვას. ასევე გვხვდება "წითელინუსხის“ სხვა სახეობები: პასტუხოვის სურო, დათვისთხილა, თელა, ლაფანი, კაკალიდასხვა. აჯამეთის აღკვეთილში მუხნარების ხნოვანება 120-200 წლებს შორის მერყეობს, აგრეთვე ვხდებით: ჰართვისის მუხას, იფანს, კავკასიურ რცხილას, ნეკერჩხალს. დაბალი ჯიშებიდან კი იელი და კუნელი. აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალში ძუძუმწოვრებიდან გვხვდება შველი, მელა, თეთრყელა კვერნა, მაჩვი, კურდღელი, ციყვი. ფრინველებიდან ტყის ქათამი. საკმაოდ მომრავლებულია ტურა და მგელი. ისინი დასახლებულ პუნქტებში შემოდიან და აზარალებენ მოსახლეობას. 

ტყეში არის სოკოს ნაირსახეობა, რითაც სარგებლობს მოსახლეობა, ძირითადი პრობლემა: საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურება ტურისტებისაგან, ტყეში არის დაავადებული ხეები, რომლებიც საჭიროებს შეწამვლას, ასევე საშიშროებას წარმოადგენს წაქცეული დაავადებული ხეები, როგორც დაავადების გავრცელების კერა. ახალშენ ნერგებს კი ტყეში გაშვებული საქონელი აზიანებს. ასეთ პირობებში აჯამეთის აღკვეთილის ძირითადი მიზანი კოლხეთის ტყის ფლორის და ფაუნის დაცვა, მომრავლება ვერ მოხერხდება.