გაზაფხულის დადგომისთანავე, მთელი საქართველოს მასშტაბით ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მონაწილე ეკოკლუბებმა არაერთი გამწვანების აქცია დაგეგმეს და განახორციელეს. სასიხარულოა, რომ ამ სკოლების რიცხვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე სკოლებიც შეურთდნენ.
6 მარტს, ოკუპირებული გალის სოფელ ოტობაიის N1 სკოლის ეზოში ეკოკლუბელების ინიციატივით 6 ძირი მარადმწვანე ხე დაირგა.
ხეები სკოლას სოფლის გამგებელმა გადასცა საჩუქრად. მარადმწვანე ხეების დარგვაში მონაწილეობას იღებდნენ ეკოკლუბ "ფენიქსის" წევრები და სკოლს მოსწავლეები.
აღსანიშნავია, რომ სოფელ ოტობაიის N1 სკოლის ეზოში ხეების დარგვაში ადგილობრივი მეტყევეც იღებდა მონაწილეობას.