რაჭაში, ქალაქ ონის საჯარო სკოლის გუნდმა "ფაზისმა" სკოლაში მოსწავლეებთან შესახვედრად მოიწვია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრი ზაზა გამცემლიძე, რომელიც მოსწავლებს მდგრად განვითარებასა და გარემოზე ზრუნვაზე ესაუბრა.
ვიზიტის ფარგლებში სწუმარმა მოსწავლეებს წარუდგინა რაჭის დაცული ტერიტორიის გეგმა და ესაუბრა ყველა მნიშვნელოვან დეტალზე. შეხვედრა უმეტესად კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ზაზა გამცემლიძემ გუნდ "ფაზისს" საჩუქრები გადასცა.
გუნდმა ასევე საჩუქარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექციისგანაც მიიღო (ნიკო კეცხოველის ბიბლიოგრაფია). სტუმართან ერთად დაისახა თანამშრომლობის სტრატეგიაც, რაც სხვა სკოლების ჩართვასაც გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ "ფაზისის" წევრებმა მიღებული ინფორმაცია სხვა სკოლებსაც გააცნეს, რამაც მათი დიდი ინტერესი გამოიწვია.