სვანი ბავშვების მიერ ნახატებით გადმოცემული ბუნების სიყვარული

22 იანვარს სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში, ეკოკლუბ ,"მწვანეების“ წევრებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან გამართეს ღონისძიება სახელწოდებით" ბუნება ჩვენი სახლია“. 

ეკოკლუბელებმა პატარებთან ერთად შექმნეს და გააფერადეს ბუნების ამსახველი სურათები, ამავდროულად ესაუბრნენ გარემოსდაცვით საკითხებზე. გაიგეს პატარების აზრი, თუ როგორ ესმით ტერმინი ბუნების დაცვა. მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი შეხედულებები და აზრები, მიიღეს აქტიური მონაწილეობა ბუნებისდაცვითი კუთხის შექმნაში, გამოთქვეს სურვილი, რომ მომავალში თავად გააგრძელებენ თავიანთ საკლასო ოთახში განთავსებული კუთხის მოვლა-პატრონობას და შემატებენ ახალ ნამუშევრებს.