8 მარტს ჭიათურაში, მუნიციპალიტეტის მერიის წინ მორიგი მშვიდობიანი აქცია - “შეგვინარჩუნე სიცოცხლე“ განხორციელდა სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ორგანიზებით. აქციაში ჭიათურის სხვა საჯარო სკოლებთან ერთად,აქტიურ მონაწილეობას იღებდა ჭიათურის #2 საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრებიც, განსაკუთრებით სოფელ შუქრუთში მცხოვრებნი, რომლებიც პირადად მსხვერპლნი არიან მანგანუმის არასწორი მოპოვების.
აქციის მიზანი მშვიდობიანი მოწოდება იყო, შეწყდეს სოფელ შუქრუთში მანგანუმის წესების დარღვევით მოპოვება, რაც ზიანს აყენებს სოფლის მცხოვრებლებს, ანადგურებს მათ სახლებსა და ეზოებს. შუქრუთის ნიადაგზე გაჩენილია ღრმულები, სადაც შესაძლოა როგორც პირუტყვის, ისე ადამიანის ჩავარდნა. მეტიც, სამწუხაროდ ასეთი შემთხვევები ყოფილა.
ჭიათურის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბი თვლის, რომ პრობლემების აღმოსაფხვრელად საჭიროა ახალგაზრდების თანადგომა შუქრუთის მოსახლეობის მიმართ,რადგან ქვეყნის მომავალი სწორედ,რომ მათ ხელშია.
აქცია გააშქა ს/კ მთავარმა არხმა, ბმული შეგიძლიათ იხილოთ - აქ.