სამეგრელოში, ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა სკოლის მასშტაბით შეაგროვეს 760 კილოგრამი მაკულატურა. შემდეგ დაუკავშირდნენ და კოლაბორაცია მოახდინეს ტუალეტის ქაღალდის დამამზადებელ კომპანიასთან, რომელიც პროდუქტს მაკულატურისგან ამზადებს.
კომპანიის წარმომადგენლები ჩავიდნენ ქალაქ ზუგდიდში და N1 სკოლის ეკოკლუბელებმა ადგილზე ჩააბარეს მაკულატურა, რომელშიც მათ 152 ლარი გადაუხადეს.
აღებული თანხით ეკოკლუბელებმა მათი სკოლის მოსწავლე შშმ ბავშვებისათვის იყიდეს საკანცელარიო ნივთები.
"დღესდღეისობით მსოფლიოში აქტიურად მუშაობენ მსგავსი გზით მაკულატურის შეგროვებაზე. ჩვენც რათქმაუნდა ტენდენციებს არ ჩამოვრჩით და ეკოკლუბის სახელით ჩავაბარეთ მაკულატურა" - გვწერენ ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის აქტიური ეკოკლუბელები.