დასუფთავების აქცია ახმეტის სოფელ დუისის პოლიციასთან

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან -დღის ცენტრი "მედინა 2015"-ის შშმ პირებთან და ინგლისური ენის სკოლა RSF (როდის სკოტის ფონდი)-თან ერთად დაგეგმა და განახორციელა ერთობლივი დასუფთავების აქცია დუისის პოლიციის შენობასთან.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აქციაში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც შშმ ასევე სსსმ პირები, რომლებსაც ეკოკლუბი ძალიან ხშირად , თითქმის ყველა აქტივობაში რთავს. ეკოკლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს მარგინალი ჯგუფების ინტეგრაციას საზოგადოებაში, მათი სხვადასხვა აქტივობებში გააქტიურებით.

 ეკოკლუბი მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი სახის აქტივობების ჩატარებას.