ახალციხის N5 სკოლის ეკოკლუბმა ქალაქში დასუფთავების 10 აქცია ჩაატარა

მესხეთში, ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა ეკო-კლუბმა "შუაღამის მზე" საკუთარი ინიციატივის "ერთი კვირა დახარისხებისა" დასასრულს მოაწყო საბოლოო, რიგით მეათე დასუფთავების აქცია. 

ამით ახალი წამოწყება დასრულდა და რეალურად ძალიან დიდი რაოდენობით პლასტმასი განთავსდა სპეციალურ ურნებში. დასუფთავების აქციების ფარგლებში სხვა სკოლებისგან უკვე უამრავი გამოწვევა მიიღო ეკოკლუბმა და თავადაც გამოიწვია სხვები.

აქტივობების მიზანი ადამიანებში მოტივაციის გაზრდა და საკუთარი როლის დანახვა იყო.  დასუფთავების აქციების უმრავლესობა დღის სწორედ იმ მონაკვეთში მიმდინარეობდა, როდესაც მოსახლეობა აქტიურად გადაადგილდება, რადგანაც მათ საკუთარი თვალით ეხილათ ეს და გაეთავისებინათ, რომ დახმარება აუცილებელია.

ეკოკლუბს თითოეულ აქტივობაში მხარს უჭერდა პარტნიორი ორგანიზაცია "საქართველოს მწვანეები".