ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ერთ-ერთი აქტიური სკოლის - დაბა თიანეთის N2 სკოლის მოსწავლეებმა ერთგვარი ეთნოგრაფიული მოკვლევა ჩაატარეს და მათ რეგიონში არსებული ორი ტყის - საბადურის ტყისა და ცხვარიჭამიის დასახელების წარმოშობა გამოიკვლიეს. ცხადია ეს არაა ბოლომდე მეცნიერულიად დადასტურებული ტოპონიმების კვლევა, მაგრამ ვფიქრობთ ჩვენს მკითხველებს თიანელი ბავშვების მიერ ამ თემაზე გამოგზავნილი ტექსტი ძალიან მოეწონებათ.
"ზოგადად მოგზაურობის დროდ ყველას ამოჩემებული აქვს ზაფხული-საქმეებისგან ჩამოცილება და ამ დროს საკუთარი თავისთვის შესანიშნავი დღეების მოწყობა,თუმცა ისევე როგორც ყველგან, ასევე თიანეთში მოგზაურობა წელიწადის სხვადასხვა დროს-ზაფხულსავ და ზამთარში სხვადასხვა ვარიანტად უნდა აღიქმებოდეს, რადგან ერთი და იმავე ტერიტორია სულ სხვაა ზაფხულში და სულ სხვა ზამთარში, რაღა თქმა უნდა ორივეფ სეზონზე განსხვავებული იქნება გატარებული დრო.
გვიდა გაგაცნოთ თიანეთი და თბილისიდან ჩვენსკენ მომავალინ ულამაზესი გზა-საბადურის ტყე. პირველ რიგში საბადურის ტყეზე მოგახსენებთ, რომ მის სახელს უკავშირდება ლეგენდარული ტყუპი და-ძმის საბასა და დურის სახელები: ისინი გვარად ცალცალაშვილები ყოფილან და ერთ დღეს ტყეში დაკარულან. ბევრი უძებნიათ, თუმცა ვერსად იპოვნეს.მშობლები ძალიან შეწუხებულან და მათი დარდის შესამსუბუქებლად ხალხს იმ ტყისათვის, სადაც ბავშვები დაიკარგნენ, საბადური შეურქმევიათ. ლეგენდის თანახმად,საბადურის ტყის სიახლოვეს არსებულ დასახლებაში ცხვრები გაწვეტილან ამ ბავშვების დაკარგვის შემდეგ, ამიტომ ეს დანაშაული მათ მიაწერეს და შეარქვეს ,,ცხვარიჭამია ცალცალაშვილები", რაც შემდეგში სოფლის სახელად დამკვიდრებულა. ამის შესახებ არსებობს სხვა ლეგენდებიც.
ეს ლეგენდა - ახლა კი ერთ ფაქტს მოგახსენებთ საბადურის ტყის შესახებ, რომელიც სულ ახლახანს მოხდა. და დარწმუნდებით, რომ საბადურის ტყე უსაფუძვლოდ არ შედის მსოფლიოს ულამაზესი ტყეების ოცეულში. რამდენიმე დღის წინ თიანეთისაკენ მომავალი მანქანები შეფერხდნენ საბადურის გზაზე და წარმოიქმნა საცობი, თუმცა ამის მიზეზი არა დიდთოვლობა და ტექნიკური გაუმართაობა, არამედ ის აღმოჩნდა, რომ ყველა მგზავრს გასჩენია სურვილი ამ საოცარ ადგილას შეჩერების,ფეხით გასეირნებისა და ფოტოების გადაღების. ალბათ მართლაც საკმარისი მაგალითია ეს ამ ტყის სილამაზეში დასარწმუნებლად.