ხულოს სოფელ დანისპარაულის სკოლის ეკოკლუბელების შეხვედრა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან

6 მარტს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილეს, ჯამბულ ხოზრევანიძეს შეხვდნენ.

მინისტრის მოადგილემ ბავშვებს გასაგებად აუხსნა იმ პროექტების შესახებ, რომელთა განხორციელებასაც აპირებს სამინისტრო მაღალმთიანი აჭარის სოფლებში მიმდინარე წელს. 

სამთავრობო უწყების წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა იმ  სარგებელზე, რომელსაც მიიღებს  მოსახლეობა დასახული პროექტების განხორციელების შედეგად.

სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლის ეკოკლუბი  ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის აქტიური მონაწილეა.