ველური ბუნების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის კერძო სკოლა "ჯეჯილის" ეკოკლუბის წევრებმა ნიკო კეცხოველის პრემიის კონკურსის ფარგლებში, მოამზადეს პროექტი სახელით "ველური ბუნება და ჩვენ".
მოსწავლეებმა პროექტის მოსამზადებლად დაგეგმეს და განახორციელეს შეხვედრა პარლამენტში, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც ველურ ბუნებას და მის დაცვას ეხება. შემდეგ კი სკოლაში უშუალოდ მე-7 კლასელებისათვის შედგა პრეზენტაცია, სადაც ბავშვებმა გაიგეს ველური ბუნებისა და მისი მოვლის მნიშვნელობა.