ევროპის კვირეული საჩინოს თემის N1 სკოლაში

სამეგრელოში, საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა "Green World " სკოლაში "ევროპის კვირეული" გამოაცხადა.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ხუთ დღეზე გადანაწილდა:

დღე პირველი-ორშაბათი

სემინარი თემაზე : "ნატო , ევროკვშირი და სქართველო " . კლუბის წევრებმა დეტალურად გააცნეს მსმენელებს ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირზე , მათ შექმნაზე, და  თითოეულის როლზე საქართველოსთვის . 

თემები შემდეგნაირად გადანაწილდა:

1) ევროპა და ამერიკა II მსოფლიო ომის შემდეგ - დეა შელია;

2) ნატოს ურთიერთობები ცივი ომის დროს - ლიკა კვირკვია;

3) ნატო და კომუნიზმის კრახი -ნიკა კვირკვია;

4) ნატო იუგოსლავიიდან ავღანეთამდე - ლევან არდია;

5) ნატო საქართველოს უსაფრთხოება- ნატო საქართველოს ურთიერთობები - თეკლა ფიფია ;

6) ევროკავშირი- შექმნის ისტორია- თიკა შელია;

7) ნატო და მისი 1-ლი და მე-2 გაფართოება-გიორგი ბერიშვილი;

8) ევროკავშირი და მისი ინსტიტუტები, 10 მითი ევროკავშირზე-ლუკა ყურუა;

9) ევროკავშირი და საქრთველო - გიორგი შელია .