გურჯაანის სოფელ ჯიმითის სკოლაში "თეთრი დათვის საერთაშორისო დღე" აღინიშნა

გყურჯაანის სოფელ ჯიმითის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ალბატროსის" წევრებმა აღნიშნეს "თეთრი დათვის საერთაშორისო დღე". VIII, IX და X  კლასის მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკარის დახმარებით მოიძიეს წიგნები: "ბუნების საოცრებანი" "ცხოველთა სამყარო" და "ცხოველთა ენციკლოპედია".

ეკოკლუბელებმა წაიკითხეს და განიხილეს ინფორმაცია თეთრი დათვის შესახებ, როგორც ყინულოვანი ზღვების მბრძანებელი. აღნიშნეს თუ რა ეხმარება თეთრ დათვს არქტიკულ გარემოსთან ადაპტაციაში, რით და როგორ იკვებება. ყურადღება გაამახვილეს პოლარული ყინულის შემცირებაზე, რაც სათბურის აირებისგან გამოწვეული დათბობის შედეგია.  კლიმატის ცვლილება გლობალური გამოწვევაა, რომლის გამოც ოკეანეების ტემპერატურა მატულობს და ზღვის ყინული დნება. თეთრი დათვები ზღვის ყინულზე არიან დამოკიდებულნი, რადგანაც მთავარ საკვებამდე, სელაპებამდე მისაღწევად ეს ერთადერთი გზაა.

დათბობის გამო ზოგიერთ რეგიონში თეთრ დათვთა პოპულაცია უკვე იკლებს. ყინულის დნობის გამო დათვებს, დიდი მანძილის გაცურვა უწევთ, სანამ სხვა ყინულს ან ხმელეთს არ მიაღწევენ, ზოგჯერ რამდენიმე დღე შეუსვენებლივ მიცურავენ და 100 კმ-ზე მეტ მანძილს ფარავენ. შედეგად ოკეანეში სულ უფრო მეტი დათვი და ბელი იხრჩობა.