ეკოკლუბელების ინიციატივით, ბაღდათის სოფელ პირველ ობჩაში მეწყერისგან დამცავი კედელი აშენდა

ბაღდათის სოფელ პირველი ობჩის სკოლის ეკოკლუბი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ მერიასთან და მერის წარმომადგენლებთან სოფელ პირველ ობჩაში. ეკოკლუბმა სამუშაო შეხვედრა მოაწყო მერის წარმომადგენელთან პირველი ობჩის თემში ხვიჩა ბურჯანაძესთან.

შეხვედრაზე შემუშავდა ერთობლივი სამოქმედო გეგმა. ასევე განიხილა და შეჯამდა წინა წელს განხორციელებული აქტივობები, რომელიც ორიენტირებული იყო სოფლის მდგრად განვითერებაზე.

შეხვედრის მსვლელობის დროს განსაკუთრებული ყურადღება შემუშავებულ და წარმატებით განხორციელებულ ინიციატივაზე გამახვილდა, რომელიც ითვალისწინებდა სკოლის სიახლოვეს მდებარე დათუნაშვილების გორაზე საყრდენი მკედლის მშენებლობას.

ხვიჩა ბურჯანაძემ ეკოკლუბს შუამდგომლობა გაუწია მერიასთან და მათ ბიუჯეტიდან 35594 ლარი გამოყვეს ინიციატივის დასაფინანსებლად.

განხორციელუბული აქტივობით მარავალი პრობლემა გადაიჭრა სოფელში, რადგან ზამთრის პერიოდში ხშირი წვიმები მეწყერის ჩამოწოლის მიზეზი ხდებოდა რის გამოც მთავრი სამარშუტო გზა იხერგებოდა.

მეწყერშაში შონა სკოლის სიახლოვეს მდებარეოდა და ჯერ ეს ადგილი უნდა გამოგეარა რომ სკოლამდე მისულიყავი, ამიტომაც ბავშვები ჩახერგულ გზაზე სიარულს ვერ ახერხებდნენ და შედარებით დიდი შემოვლითი გზებით სარგებლობდნენ, რის გამოც საგაკვეთილო პროცესი გვიან იწყებოდა ან შეფერხებით მიმდინარეობდა.