თბილისის N124 საჯარო სკოლის ეკოკლუბ "პრაიდის" წევრებმა,მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით, სხვადასხვა კლასებში სხვადასხვა თემაზე მოაწყვეს შეხვედრები. მდგრადი განვითარების N17 მიზანი ფერად ფორმატებზე ამობეჭდეს და ყველას წასაკითხად სკოლის კიბის საფეხურებზე გააკრეს.
მოსწავლეებმა გამოაკრეს ნახატები ეკოლოგიასთან, ანთროპოგენულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. XI-ა კლასის მოსწავლეთა განხილვის თემა იყო - "ჩემი უბნის პრობლემები". მათ წერილობით დააფიქსირეს და შემდეგ ერთობლივად იმსჯელეს თავიანთი უბნის პრობლემებზე.
გამოიკვეთა ყველასათვის საერთო პრობლემები: მიუსაფარი ძაღლების დიდი რაოდენობა, გადატვირთული ქუჩები და სკოლასთან მისასვლელი მანქანებით გადაკეტილი გზა, საპარკინგე ადგილების არქონა და სხვა...