კასპის სოფელ თვალადის სკოლის ეკოკლუბის ვიზიტი გორის უნივერსიტეტში

კასპის სოფელ თვალადის სკოლის ეკოკლუბ „ედემის" წევრები ეწვივნენ გორის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის თანამშრომლებს. მოისმინეს ბიოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელის, პროფესორ დალი გოგინაშვილის ლექცია ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით.

როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლისთვის მნიშვნელოვანია ეკოცნობიერების ამაღლება, რადგან ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო არის ის აუცილებელი წინაპირობა, რომელზეც დაფუძნებულია სოციალური თუ ეკონომიური პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიება.

კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს, აქტიურად ითანამშრომლონ აღნიშნულ ორგანიზაციასთან, ისარგებლონ ბიბლიოთეკაში არსებული თანამედროვე ლიტერატურით, მონაწილეობა მიიღონ ივნისის თვეში დაგეგმილ კონფერენციაში და გააფორმონ მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ.