მცხეთის სოფელ ძველი ქანდას სკოლის ეკოკლუბელებმა მათი მოსაზრებები გააცნეს სკოლის დირექტორს, ადგილობრივი სოფლის გამგებელს ბატონ კოხტა ბადალოვს. შეხვდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბაქრაძეს. მას გააცნეს მიზნები, ამოცანები და იდეები, თუ რა უნდა გაკეთდეს:
ა) სკოლაში მოსწავლე -ახალგაზრდობის ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და ფიზიკური წრთობისათვის;
ბ) სოფელში სიღარიბის დაძლევისა და სოფლის ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის;
გ) სოფლის შემოგარენში გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
აღნიშნულის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარეს გადასცეს წერილობითი ინფორმაცია (დანართი). მან მოიწონა მოსაზრებები, იდეები და ახალგაზრდებს გააცნო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მიმდინარე წელს ბიუჯეტის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტში, მათ შორის სოფელ ქანდაში (საბავშვო ბაღის შენობის მშენებლობა, სოფლის შიდა გზების კეთილმოწყობა).