ქობულეთის სოფელ ალამბრის სკოლაში ნაძვისხე, თოვლის ბაბუა და ნაძვისხის სათამაშოები მეორადი ნივთებით დაამზადეს

ქობულეთის სოფელ ალამბრის საჯარო სკოლის ეკოკლუბი "ჩვენ და გარემო" საახალწყო განწყობის კონსპექციიდან გამომდინარე ახორციელებს აქტივობას სახელწოდებით: "ახალი წელი, ახალი სიცოცხლე". 

ნარჩენების შეგროვებასა და დახარისხების შემდეგ ძველ და გამოუყენებელ მასალას ალამბრელმა ბავშვებმა შესძინის ახალი სიცოცხლე და დაამზადეს მათგან საახალწლო თემატიკის ნივთები: ნაძვისხე, თოვლის ბაბუა, ნაძვისხის სათამაშოები და სხვა. ამავდროულად ღონისძიებისათვის უფრო მეტი ხიბლი რომ მიენიჭებინათ კონკურსის ეფექტი შექმნეს და საუკეთესო ნამუშევრის ავტორი დაასაჩუქრეს შოკოლადის ნაძვისხით.