სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ეკო-კლუბმა, გიმნაზიაში, კლასებს შორის გამოაცხადა მაკულატურის კონკურსი.
კლასები ერთმანეთს შეეჯიბრნენ შემდეგ ნომინაციებში: ყველაზე მეტი რაოდენობის მაკულატურის ჩამბარებელი კლასი და ყველაზე კრეატიული მაკულატურის შესანახი ყუთი.
კონკურსში ჩაერთო მთელი სკოლა და ერთთვიანი მართონის შემდეგ, გამოვლინდნენ გამარჯვებული კლასები. საუკეთესო ყუთი შეაფასა ეკო-კლუბის საპატიო წევრმა-ილია საჯაიამ.
გამარჯვებულები გახდნენ შემდეგი კლასები:
ყველაზე მეტი რაოდენობის მაკულატურის ჩამბარებელი კლასი -- II ა კლასი (200 კგ).
ყველაზე კრეატიული მაკულატურის შესანახი ყუთი:
პირველი ადგილი - VI კლასი
მეორე და მესამე ადგილები: IV ბ და გ კლასები.
გამარჯვებულებს გადაეცათ სკოლა-გიმნაზიისგან სიგელები, რომელიც მათ ილია საჯაიამ გადასცა.