აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში ჩატარდა პროექტი თემაძე "ნიკო კეცხოველის წიგნების განხილვა "- კვირეული.
მოსწავლეებმა განიხილეს და დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ნიკო კეცხოველის ღვაწლი ბუნებისადმი, მიმოიხილეს საქართველოს ყველა კუთხის მახასიათებელი ფლორა და ფაუნა. მოსწავლეებმა განიხილილეს და წარმოადგინეს შექმნილი პრეზენტაციები შემდეგი წიგნებისა:
პრეზენტაციები წარმოადგინეს IX-X XI კლასის მოსწავლეებმა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, ვაშლოვანის თემის მაჟორიტაროი დეპუტატი იური აბულაძე, მერის წარმომადგენელი ვაშლოვანის ადმინისტრაციულ ერთეულში ლადო აბულაძე, მერის პირველი მოადგილე ნადიმ ვასაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების კულტურის სპორტის და ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელი ბადრი მელაძე.