საგანმანათლებლო კვირეული ხარაგაულის მეორე სკოლაში

დაბა ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში კეცხოველის პროექტით დაგეგმილ საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა ა/ო ,,ქალები ქვეყნის მომავლისათვის" წარმომადგენელთან ხათუნა მანჯავიძესთან. შეხვედრას ესწრებოდა მეორე საჯარო სკოლის ,,EDC-გარემოსდამცველთა კლუბი", სამოქალაქო კლუბი ,,ევრიკა" და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა გიმნაზიის ეკოკლუბი ,,ხერგილი".

შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და მათი პასუხისმგებლობის გაზრდა გარემოსა და ქვეყნის წინაშე. ხათუნა მანჯგალაძემ მოსწავლეებს გააცნო არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის სპეციფიკა, ესაუბრა მათ როლზე მოქალაქეთა განვითარებაში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებზე და სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე. 

შეხვედრაზე მოხდა პროექტის ,,ეს ქვეყანა შენია" პრეზენტაცია და დაიგეგმა სამომავლო აქტივობები არასამთავროებთან ერთად ჩართულობით. 

საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში განხორციელებული შეხვედრა ბეჭდური მედიით გააშუქა დამოუკიდებელმა გამოცემამ ,,ჩემი იმერეთი".