ლენტეხის N2 სკოლის ეკოკლუბელების შეხვედრა არასრულწლოვანთა ინსპექციის წარმომადგენელთან

21-ე საუკუნეში ხშირია არასრულწლოვანთა დანაშაულებრივი ქმედებები. იმისთვის, რომ ეს ქმედებები შემცირდეს, საჭიროა უფროსებისა და შესაბამისი ორგანოების დროული რეაგირება თითოეულ ფაქტზე. ლენტეხის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა ,,დეცეგიმ” არასრულწლოვანთა დანაშაულებრივი ქმედებების სიხშირის გამო, მოისურვეს გასაუბრებოდნენ რეგიონის არასრულწლოვანთა ისნპექტორს, მათ გააგზავნეს მოწვევა ლენტეხის პოლიციაში da სურდათ პოლიციის წარმომადგენელს ესაუბრა 3 თემაზე:

1. არასრულწლოვანთა დანაშულებრივი პრევენცია,  მათი სიხშირე და დასჯის მეთოდები .

2. ბულინგი მოზარდებში.

3. ოჯახის ზეგავლენა მოზარდის ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

27 თებერვალს, N2 საჯარო სკოლას ეწვია ლენტეხის მუნიციპალიტეტის პოლიციის არასრულწლოვანთა ინსპექციის წარმომადგენელი, ნათია ქურასბედიანი, მან გააკეთა პრეზენტაცია და ისაუბრა აღნიშნულ თემებზე. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, არასრულწლოვანთა ინსპექტორმა ამომწურავად უპასუხა დამსწრე საზოგადოების ყველა კითხვას და ბოლოს ისაუბრა 112-ში განხორციელებული ცრუ ზარების თაობაზე, იმაზე თუ რა ზიანი შეიძლება მიადგეს ცრუ ზარით როგორც 112-ის ოპერატორებს, ასევე ცრუ ზარის განმხორციელებელს.