11 დეკემბერს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში, მესტიის სოფელ ყარ-სგურიშის საჯარო სკოლაში აიღნიშნა მთის საერთაშორისო დღე. ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიწვეული იყო ადგილობრივი რეინჯერი ნ.გურჩიანი. ეკოკლუბელებმა ისაუბრეს იმ მიზეზებზე, რამაც განაპირობა გაეროს ეს გადაწყვეტილება .მთის დაცვის დღე საერთაშორისო მნიშვნელობისაა და მას თითქმის მთელი მსოფლიო აღნიშნავს, რათა უფრო თვალსაჩინო გახდეს მთის მდგრადი განვითარების მნიშვნელობა.
მთიან რეგიონებში დღეისთვის თითქმის მილიარდი ადამიანი ცხოვრობს,სასმელი წყლის,საკვებისა და ენერგიის კუთხით კი მასზე მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტია დამოკიდებული.მთა უამრავი უნიკალური ჯიშის მცენარის, ცხოველისა წყაროების საცავია.,,გარემოს მთები დედამიწის მეოთხედს ფარავს, მთებში დაახლოებით მილიონი ადამიანი და ხმელეთის მცენარეებისა და ცხოველების მეოთხედი ბინადრობს, სუფთა წყლის 70%-თ მთები გვამარაგებს, კლიმატის ცვლილება მყინვარებს ადნობს და მთებს ბუნებრივი კატასტროფების მიმართ უფრო მყიფეს ხდის, რაც თითეულ ჩვენთაგანზე აისახება“ - აღნიშნულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
მოსწავლეებმა აღნიშნეს,რომ საქართველო მთიანი რელიეფით მდიდარი ქვეყანაა. აქ მთებს 54 % უჭირავს. სიამაყით ისაუბრეს საქართველოში ყველაზე მაღალ მთაზე-შხარაზე, რომელიც არის ჩვენს რეგიონში სვანეთში.შხარა ზღვის დონიდან 5203 მეტრზე მდებარეობს. შხარას სამხრეთი კალთების მთის ძირში,ზღვის დონიდან 2050-2170 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს უშგულის თემი, რომლის ერთ-ერთი სოფელი- ჩაჟაში, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ ასევე მოისმინა ეკოკლუბ ,,ლამარია’-ს წევრების პრეზენტაცია ეკოტურიზმზე და მის განვითარებაზე. მათ ისაუბრეს იმ პოტენციალზე, რომელიც საშუალებას იძლევა ეკოტურიზმის განვითარებას ჭუბერში, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე.