კულინარიული დუელი "ეკოლოგია კულინარიაში" ხონის N2 სკოლაში

აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის "გადავარჩინოთ "მკერდში დაჭრილი ბუნება" ინიციატივით განხორციელდა საინტერესო აქტივობა სახელწოდებით "ეკოლოგია კულინარიაში"  თემაზე - ჯანსაღი საკვები, რომელიც ჩატარდა სკოლის ბუფეტში.

კულინარული დუელი გაიმართა მე-9 კლასის ორ გუნდს შორის "მასტერი" და "რატატუი". გუნდებს ჯანსაღი პროდუქტებისაგან უნდა მოემზადებიათ სხვადასხვა კერძები, რომლებსაც აფასებდა ჟიური.

ჟიური გუნდებს აფასებდა შემდეგი კრიტერიუმებით: დიზაინი, ჯანსაღი პროდუქტების გამოყენება, ჰიგიენა და ნარჩენი პროდუქტების მოწესრიგება/მართვა. პროექტის ფარგლებში კულინარული დუელის ერთ-ერთმა მონაწილემ თამარ წულაიამ წარმოადგინა თემის შესაბამისი ნახატები.

ღონისძიება მიჰყავდათ გურამ ლიპარტელიანს და საბა ფირცხალავას, რომლებმაც ისაუბრეს კულინარიასთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე, განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო პოეტ ესენინის მიერ ქართველი გლეხების მიერ წარმოთქმული სადღეგრძელოს შეფასება: "ამათ უნდა ერქვათ გლეხები და ჩვენ პოეტები?“ 

კონკურსს ესწრებოდნენ მასწავლებლები, მშობლები და სხვა კლასის მოსწავლეები. მონაწილე გუნდები ჟიურიმ თანაბარი ქულებით 10:10 შეაფასა. ბიოლოგიის მასწავლებელი დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა ჯანსაღ საკვებსა და მის მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ბოლოს ყველამ ერთად სიამოვნებით დააგემოვნა ახალბედა კულინარების შემოქმედება.