ოზურგეთის დაბა ნარუჯას სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი შინაარსის ბუკლეტები დაამზადეს და გაავრცელეს

გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ,,ეკოკლუბ Nature’’-ს წევრებმა ,,გვქონდეს სუფთა გარემო’’ აქციის  - ფარგლებში კიდევ ერთი გარემოსდაცვითი აქტივივობა განახორციელეს.

მოსწავლეებმა ბუკლეტები დაამზადეს და სკოლის მოსწავლეებსა და მოსახლეობას დაურიგეს. ეს ბუკლეტები შეიცავს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა დრო სჭირდება ნარჩენების სრულად დაშლას. ბავშვებმა ასევე განიხილეს რა ზიანი შეიძლება მოუტანოს გარემოს დაბინძურებამ ადამიანის ჯანმრთელობას და მთლიანად ბუნებას.