საბჭოთა ოკუპაციის დღეს კეცხოველის პრემიის მონაწილე ეკოკლუბებმა შინდისის მემორიალი ყვავილებით შეამკეს (ვიდეო)

25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, ხაშურის N7 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით  რამოდენიმე სკოლა ერთობლივად შინდისის მემორიალს სტუმრობდნენ, ეკოკლუბების წევრებმა ხელმძღვანელ მასწავლებლებთან ერთად შინდისის გმირებს პატივი მიაგეს.

ღონისძიებას ესწრებოდა ასევე ხაშურის კულტურულ ღონისძიებათა სამსახურის წარმომადგენელი, მემორიალზე გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი, მოსწავლეებმა გაიხსენეს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები, შესრულდა ქართული ცეკვა.

ღონისძიების მონაწილე სკოლები იყვნენ: ინიციატორი ხაშურის N7, გორის N3, თბილისის N169, ჭობისხევის, ქარელის N2 საჯარო სკოლები.

აქტივობა გაშუქდა ტელეკომპანია "თრიალეთისა" და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ.