გურჯაანის სოფელ კაჭრეთის სკოლაში ნიკო კეცხოველის წიგნის განხილვა მოეწყო

გურჯაანის სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლის ეკო-ჰაბში მოხდა ნიკო კეცხოველის წიგნის "ცხრათვალა მზის ქვეშგანხილვა.   

ეკოკლუბელებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია წიგნში აღწერილი ჩვენი ველებისა და ნახევარუდაბნოების შესახებ, რომ სილამაზით ნახევარუდაბნოები არაფრით ჩამოუვარდება ჩვენი ქვეყნის სხვა კუთხეებს. ამავე დროს, წარსული მრავალფეროვანი და ღრმა აქვს.

წიგნის მიხედვით მოგზაურებმა გაიარეს აღმოსავლეთ საქართველოში სამგორი, გარეჯი, შირაქი, ელდარი, ვაშლოვანი, ალაზნის ველი, უფრო დასავლეთით  და სამხრეთით მცხეთა, ქვათახევი, მანგლისი, ტანძია და სხვა.  

ეკოკლუბელებმა ნიკო კეცხოველის სხვა წიგნების წაკითხვა-განხილვის სურვილი გამოთქვეს.