ბულინგის პრევენცია ბორჯომის სოფელ ტაძრისის სკოლაში

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გიორგი მთაწმინდელის სახელობის სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,ეკლიფსის" წევრებმა ჩაატარეს ტრენინგი თანამედროვე საზოგადოებაში არსებული აქტუალური პრობლემის- ბულინგის შესახებ.

ტრენინგის მონაწილეებს საშუალება მიეცათ, გაცნობოდნენ როგორც ბულინგის არსს, მის გამომწვევ მიზეზებს, ასევე ძალადობის სხვა სახეებს, სტერეოტიპებს, სტერეოტიპულ აზროვნებას, მის ზეგავლენას ბულინგსა და ძალადობაზე.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ასევე ემოციური და სოციალური მდგრადობის მიღწევის მნიშვნელობაზე მთავარი მიზნისთვის- ბულინგის თავიდან აცილებისათვის. ეკოკლუბელებმა ბულინგის თემასთან დაკავშირებით დაამზადეს კედლის გაზეთი.