ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ,ნოემბრის თვეში,მოსახლეობაში ჩაატარეს კვლევა შეშის მოხმარების მიმართულებით. გამოიკითხა 23 ოჯახი. კვლევის მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ რა საშუალებით თბება სოფლის მოსახლეობა, რა თანხის და რაოდენობის შეშას იყენებენ და რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის ტყე და რა პრობლემებს აწყდებიან შეშის მომარაგებისას.
კვლევის შედეგების მიხედვით კითხვაზე, რა საწვავს იყენებთ გასათბობად? - მოსახლეობის 100%-მა უპასუხა, რომ იყენებენ შეშას, მოსახლეობის 80 %-ს მომარაგებული აქვს სათბობი შეშა და მისი შემოზიდვა ძირითადად ხდება სექტემბერ-ნოემბერში, ხოლო დანარჩენი ნაწილი ფიქრობს, რომ დეკემბერში მოიმარაგებს (შეიძენს). ძირითადი პრობლემა, რაც შეშის შემოზიდვას უკავშირდება, არის ფულადი სახსრები და შეშის ნაკლებობა მიმდებარე ტყეებში.
ოჯახი ზამთარში მოიხმარს დაახლოებით 10მ3 შეშას, რომელიც 500-700 ლარი ჯდება. მოსახლეობის 70% შეშას თავად ამზადებს ტყეში, რომელიც არც ისე შორსაა სოფლიდან, 30% კი,რომელთაც ტყეში წასვლა და დამზადება არ შეუძლია, ყიდულობს, უმეტესად საწვავად წიწვოვანი ჯიშის შეშას იყენებს მოსახლეობა. გამოიყენება, როგორც ნედლი ისე ხმელი სახით. გამოკითხულ ოჯახებში ტოტებისა და ფიჩხების გამოყენების ფაქტიც შეგვხვდა.მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ჰყავს მცირე ზომის ტრაქტორი,რომელსაც აქვს მისაბმელი,სწორედ ასეთი ტრაქტორით ახდენენ ტოტების გამოტანას ტყიდან.
გათბობისთვის მოსახლეობა სხვადასხვა სახის ღუმელს იყენებს. სახლების თბოიზოლაციის შესახებ გამოკითხულთა მხოლოდ 5% ზრუნავს. მოსახლეობას ნაკლები ინფორმაცია აქვს გათბობის ალტერნატიულ საშუალება ,ბრიკეტის შესახებ. მოსწავლეები ეწვივნენ სოფელში მდებარე საბავშვო ბაღს და გამოიკვლიეს ბაღის გათბობის საკითხი.ბაღში დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობა შეშაზე,ერთი ზამთრის (5-6 თვის) მანზილზე ესაჭიროებათ 40-45 მ3 შეშა,თბება 150 მ2 ფართი.შეშით აადგილობრივი თვითმმართველობა ამაარაგებს,შემოტანის თანავე ახდენენ მის დაჩეხვას,რაც შეშის გახმობისა და მეტი სითბოს მიღების საშუალებას იძლევა.
კითხვაზე: რა არის შეშის მომარაგებასთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა,გამოკითხულთა 55% დაასახელა ჭრის ნებართვების დაგვიანებით გაცემა,15% - მიუდგომელ ადგილებზე გაცემული ნებართვები,ხოლო 30% - სიძვირე. მოსწავლეები იმედოვნებენ, რომ მომავალი წლიდან სოფელში შესაძლებელი იქნება გაზით გათბობა,ვინაიდან აქტიურად მიმდინარეობს რაიონის მაშტაბით გაზიფიცირება.