დიმნას ციხე - ახალი ადგილი ბაღდათის ტურიზმის განვითარებისათვის

ბაღდათის #2 საჯარო სკოლის ეკოკლუბი "პერსეფონე" მდგრადი განვითარების ჩვიდმეტივე მიზნის მიმართულებით აქტიურად მუშაოს როგორც სკოლაში ისე სათემო სივრცეში. კლუბისთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ბაღდათის ტურიზმის პოტენციალი.

ბაღდათი ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ ტურისტულად პოპულარი ადგილი გახდა, თუმცა აქტუალურობასა და ყურადღებას მხოლოდ ერთეული ადგილები ირჩევენ, მაგ: ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი, საირმე, წითელი მინდორი და ა.შ თუმცა არასდროს მხედველობის არეში არ ყოფილა უძველესი დიმნას ციხე, რომელიც ქალაქ ბაღდათის სოფელ ზედა დიმში მდებარეობს.  პროექტის საწყის ეტაპზე "დიმნას ციხე - ახალი ლოკაცია ბაღდათის ტურიზმის განვითარებისთვის" ეკოკლუბის წევრმა რამოდენიმე კვირის წინ ჩაატარა სემინარი "ბაღდათის ტურისტული პოტენციალი", რომელშიც განხილული იყო დიმნას ციხე. 

ეკოკლუბის 4 წევრმა (ნათია გიორგიძემ, თაკო მაჩიტაძემ, ნინო ენდელაძემ და თიკო კბილაშვილმა) იმუშავეს დიმნას ციხის ვიკიპედიის სტატიის შექმნაზე, რომელიც დღეს უკვე ვიკიპედიის ქართულენოვან საიტზე არის  განთავსებული. ამ სტატიაში არსებული არსებული ნებისმიერი ისტორიული ცნობა თუ ნააზრევი ეკუთვნის ბაღდათის მუნიციპალიტეტის ისტორიკოსს ბატონ ზურაბ თოლორდავას. 

აქტივობა და მთლიანად პროექტი მიზნად ისახავს ბაღდათის ტურიზმის პოტენციალის გაზრდასა და პოპულარიზაციას.  ამ პროექტის განმავლობაში იგეგმება სხვა სახის ღონისძიებების ჩატარებაც, რომელიც ხელს შეუწყობს ნაკლებად ცნობილ, ისტორიულად მრავლისმომცველი ადგილების პოპულარიზაციას. 

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98:Natia_Giorgidze?fbclid=IwAR2L-DJwq4LgHYdz8J0SBX8cCL7HJseCx_FT9x8VgRWu48hKGbNclkznaCI -     

პროექტის ფარგლებში ჩატარებული სემინარის ფოტო-მასალა:

https://www.facebook.com/search/top/?q=%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1%20%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%94&epa=SEARCH_BOX