ჩხოროწყუს სოფელ მუხურის სკოლაში გლობალურ დათბობაზე იმსჯელეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის სკოლის ეკოკლუბ „ეგრისის“ წევრებმა მოსწავლეთა გარკვეულ ჯგუფს ჩაუტარეს ტრენონგი გლობალური დათბობის შესახებ. მდგრადი განვითარებს მე-13 მიზნიდან გამიმდინარე მოსწავლეებს განემარტათ, რომ კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ საჭიროა გადაუდებელი ზომების გატარება

"ყველა პრობლემიდან არსებობს გამოსავალი, მაგრამ მრავალ შემთხვევაში ის ძალიან რთული დასაძლევია. ასევე ძალიან რთულია გარემოს სსუფთავეზე და მის მოვლაზე ფიქრი ისეთ გარემოში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ. და მაინც როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა. მთავარია ყველა ჩვენგანმა გავითავისოთ რომ ჩვენით იწყება პრობლემის გადაჭრის გზა, რადგანაც ჩვენ ვქმნით მსოფლიოს, ამიტომაც უნდა უთხრათ საკუთარ თავს ,,დავიცვათ მსოფლიო“ ისეთი საფრთხისგან როგორიც არის გლობალური დათბობა" - აღნიშნეს პრეზენტატორებმა და მოუწოდეს მეგობრებს,  რომ მცირე წვლილის შეტანა ამ საკითხის მოგვარებაში მათაც შეუძლიათ, თუ თავს შეიკავებენ პიროტექნიკის და ე.წ. ფოირვერკების გამოყენებისგან.

ახალგაზრდები ასევე უნდა ჩაებან ქეყნისთვის განსაზღვრულ ერთობლივ ღონისძიებებში, რომლებიც ტარდება გლობალური დათბობის წინააღმდეგ გასამკლავებლად.