ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის პირველი სკოლის ეკო კლუბი "მწვანე მებრძოლებმა" გადაწყვიტეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გააკეთონ" ეკო-პარკი, სადაც სკოლის მოსწავლეებს და ადმინისტრაციას შეეძლება როგორც დასვენება და ასევე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება. ეს იქნება ღონისძიების მოწყობა თუ საკონფერენციო და საპრეზენტაციო აქტიობები. ეკო-პარკის შესაქმნელად დაგეგმილია სხვადასხვა ქმედებები. პირველ რიგში ტერიტორიის დასუფთავება, რომლისთვისაც საჭიროა სხვადასხვა ტექნიკა, შემდეგ ნარგავებოს დარგვა და ინფრასტრუქტურის მოწყობა.
პარკის კონფცეფცია გულისხმობს შემდეგ ზონალურ განაწილებას:
1. საკონფერენციო და საპრეზენტაციო, ასევე ფილმის ჩვენებებისთვის განკუთვნილი ზონა - მაყურებლის ზონასთან ერთად;
2. საკემპინგე - დასასვენებელი ზონა;
3. სათამაშო და გასართობი ზონა.
პარკი არ იქნება დატვირთული ლითონის ატრაქციონებით. ის მთლიანად იქნება ადაპტირებული ხის სკამებითა და მცირე ფანჩატურებით. პარკის შესასვლელში დამონტაჟდება აბრა ამავე სივრცის სახელწოდებით და სკვერში მოქცევის ზოგადი წესებით. მას ექნება შემეცნებით-საგანმანათლებლო ფუნქცია - კერძოდ, ამ სივრცეში განთავსდება საინფორმაციო დაფები, რომელიც პერიოდულად განახლდება და მასზე განთავსდება გარემოს დაცვასთან, განათლებასთან, ადამიანის უფლებებთან და სხვა მნიშვნელოვან ღირებულებებთან დაკავშირებული ინფორმაცია.
პროექტის გუნდი მერიასვე მიმართავს თხოვნით, დაეხმაროს ფილმის გასაშვები სტაციონალური დაფის მოწყობაში, რომელიც სკვერის საპრეზენტაციო ზონაში (მცირე სცენა) დამონტაჟდება.
"მწვანე მებრძოლები" დამოუკიდებლად, მოხალისეობრივ საწყისებზე უზრუნველყოფენ რეკრეაციული ზონის ხის კუნძებით (დასაჯდომი ადგილები) აღჭურვას. მოხალისეობრივადვე მოხდება გარემოს კიდევ უფრო გამწვანება დეკორატიული მცენარეებით.
მოხალისეობრივად მოხდება ჩიტებისთვის პატარა სახლების მოწყობა, რომელიც ხეებზე განთავსდება.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს კიდევ ერთი, საინტერესო სივრცის გაჩენას.
სკოლის მოსწავლეებს და ადგილობრივ მოსახლეობას ექნებათ დასვენების ალტერნატიული სივრცე.
აღნიშნულ სკვერში გაიმართება საჯარო შეხვედრები, ფილმის ჩვენებები, ლექციები, ღია გაკვეთილები და პრეზენტაციები.
სამომავლოდ, შესაძლებელი იქნება რადიო მაუწყებლობის გაშვება.
პროექტი ახალგაზრდა ეკოაქტივისტებისთვის იქნება პირველი ხელშესახები პროდუქტი, რომელიც მათი აქტივობით და ჩართულობით განხორციელდება.