რუსთავის N5 სკოლა ირჩევს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს!

ქვემო ქართლში, ქალაქ რუსთავის N5 საჯარო სკოლის  ეკოკლუბის ,,ბუნება ჩვენი სახეა''–ს წევრებმა პოპულარიზაცია გაუწიეს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს, რათა ქალაქში ნაკლებმა მანქანებმა იაროს. ეკოკლუბელები ასევე პოპულარიზაციას უწევენ ასევე ჯანსაღ ცხოვრების წესსაც.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ორბელიანი საქართველოს" მიერ შეთავაზებულ პროექტში:  "შეცვალე  ქალაქი  რუსთავი", მონაწილეობა რუსთავის N5 სკოლის ეკოკლუბელებმაც მიიღეს და გაიმარჯვეს კიდეც. სწორედ მათ მიერ დაფინანსებული და შეძენილი ველოსიპედებით მოაწყვეს ველომსვლელობა რუსთავის ირგვლივ.

რუსთავის N5 სკოლს მოსწავლეებს ამ აქციაში შემოურთდნენ რუსთავის N8 სკოლა და "რაიდერის საზოგადოება".

რუსთავის N5 სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ახალი მონაწილეა.